სიახლეები
25 ნოემბერს, დაზარალებულთა კვირეულის ფარგლებში, პროკურატურის წარმომადგენლები საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, სპიკერებმა სტუდენტებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაზარალებულის უფლებების, ოჯახში ძალადობისა და ასევე ახალი დანაშაულის - ადევნების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორმა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა სამსახურის შესახებ წარადგინა პრეზენტაცია, კერძოდ, სამსახურის ჩამოყალიბების ისტორია, განვითარების გზა, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები გააცნო.